ყოჩაღთ თქვენ, რომ გადაფურთხებულის ალოკვის მასტერკლასი ჩაატარეთ! - ლალი ჯანაშია "ოცნებას"

28.04.24 21:28
ყოჩაღთ თქვენ, რომ გადაფურთხებულის ალოკვის მასტერკლასი ჩაატარეთ! - ლალი ჯანაშია "ოცნებას"

ექიმმა პედიატრმა ლალი ჯანაშიამ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს ემოციური სიტყვით მიმართა. მედიკოსმა ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ მათ რუსული კანონის შემობრუნებით სიტყვა გატეხა და საკუთარ თავმოყვარეობაზე გაიარა.

83 პარლამენტარში რომ ქალები ხართ, რა ნამუსმა მოგცათ, რომ იქ მოსულიყავით და ერთხმად აგეწიათ ხელი. რა კანონიც არ უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყევლაზე სასტიკი, ყველაზე მიუღებელი! ყოჩაღთ თქვენ, რომ გადაფურთხებულის ალოკვის მასტერკლასი ჩაატარეთ! თქვენ შეგვპირდით შარშან, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნებოდით, მაგრამ ეს მაინც გააკეთეთ, საკუთარ თავმოყვარეობაზე გაიარეთ, - თქვა სიტყვით გამოსვლისას ლალი ჯანაშიამ. 

ჯანაშიამ ასევე სპეცრაზმელებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ ახალგაზრებზე ხელის აღმართვა არ გაბედონ.

ვეხუმრებოდი, ბოჭებო, სახეები არ გიჩანთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათეულის შილი ჩემი პაციენტია! თქვენი ცოლები ხომ მიცნობენ, ბიჭებო, თქვენი დედები ხომ მიცნობენ, ჩენს ბავშვებზე ხელის აწევა არ იკადროთ, არ გაბედოთ, ამას არც გაკადრებთ. მე დავდივარ დიდი ზურგჩანთით, რომელშიც უამრავი აირწინაღი დევსცელფანის გადასაკრავი ლაბადები დევს, იმიტომ, რომ ეს ჯენზები ჩემი პაციენტები არიან!, - თქვა ჯანაშიამ. 

მსგავსი სიახლეები