სანამ ამ ხელისუფლებას არ მოვიშორებთ როგორც ჭირს, საქართველოს შვება არ ექნება - ირმა გორდელაძე
საქართველოს რადგან ჰყავხართ თქვენ, არ უწერია, დაჩოქება, გადაშენება და გარუსება! , - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველზე შეკრებულ მოქალაქეებს პედაგოგმა ირმა გორდელაძემ სიტყვით გამოსვლისას. გორდელაძის თქმით, ვიდრე "ქართული ოცნება" ხელისუფლებას არ ჩამოშორდება, საქართველოს შვება არ ექნება.
საქართველოს რადგან ჰყავხართ თქვენ, არ უწერია, დაჩოქება, გადაშენება და გარუსება! ორი წელია ლაშქრად ვართ გამოსული ამ მოღალატე ხელისუფლების შემხედვარე. შარშან გაიწვიეს ეს კანონი და მაშინ გითხარით, სანამ ბოლო ლურსმანს არ დავაჭედებთ მაგ კუბოზე, სანამ ამ ხელისუფლებას არ მოვიშორებთ, როგორც ჭირს, საქართველოსთვის შვება არ იქნება, ხალხო!- თქვა ირმა გორდელაძემ.
ირმა გორდელაძემ კოლეგებსაც მიმართა და პედაგოგები გააფრთხილა, ნუ ჩამოვლენ ხვალ "ოცნების" მიერ დაანონსებულ აქციაზე.
არ დაგინახოთ არცერთი ხვალ თორემ შეგაჩვენებთ! მერე რომ დაბრუნდებით უკან და თქვენს მოსწავლეებს საკლასო ოთახში შეხვებით, როგორ არ გრცხვენიათ?! თქვენ ვის რა უნდა ასწავლოთ?!- ამბობს პედაგოგი.