პარლამენტთან პოლიცია გამოჩნდა, საპოლიციო ძალები არიან პარლამენტს შიგნითაც
თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული - პირველების ინფორმაციით, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული საკანონმდებლო ორგანოსთანაც.
პარალელურად ევროპული მარშის მონაწილეები უკვე პარლამენტთან იმყოფებიან. ისინი ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას და შენობისთვის წრის დარტყმას აპირებენ.