დღეს 6 საათზე უფრო მეტი ადამიანი შევიკრიბებით - ვატო წერეთელი

12.07.21 12:25
დღეს 6 საათზე უფრო მეტი ადამიანი შევიკრიბებით - ვატო წერეთელი

მედიის წარმომადგენლების ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები პარლამენტთან საპროტესტო აქციას აანონსებენ. ისინი ასევე პრემიერის განცხადებას ცინიკურს უწოდებენ და მოქალაქეებს 6 საათზე დედაქალაქის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდებენ.

მთელი მსოფლიო მედია ეხმაურება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას. გუშინ ჩენ აქ შევიკრიბეთ რამდენიმე ათასი ადამიანი, თუმცა ემოციურ ფონზე ვიყავით ყველა, ზოგი მიცვალებულს ვეძებდით, ზოგი შოკიდან ვერ  გამოვდიოდით, დღეს 6 საათზე უფრო მეტი ადამიანი შევიკრიბებით და ერთად ვეტყვით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მის მინისტრებთან ერთად წავიდეს იქ, სადაც მისი ადგილია,  -განაცხადა ტვ პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა.