არა რუსულ კანონს - წარწერა პარლამენტის კედელზე (ფოტო/ვიდეო)
არა რუსულ კანონს! - ეს წარწერა დატოვეს აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ფასადზე, სადაც ხვალ "ქართული ოცნება" “რუსული კანონის” მეორე საკომიტეტო მოსმენას გეგმავს.
ამის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს და ჯაჭვი შეკრეს.
“საქართველოს გაუმარჯოს!” "არა რუსულ კანონს!"- ისმის რუსთაველის გამზირზე.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, პარლამენტი პოლიციის ალყაშია. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.