პარლამენტთან ხმაურია - პოლიცია "ქართული ოცნების" სცენას იცავს (ვიდეო)
ხმაურია ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან - აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ჯებირებით შემოღობილ სცენაზე ასვლას ითხოვენ, (ადგილზე შეკრებილები ითხოვენ, რომ 10 პირი აუშვან სცენაზე, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართონ), თუმცა ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევენ.
პოლიცია "ქართული ოცნების" სცენას იცავს. შემოსაზღვრული ტერიტორია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ალყაშია.
“შეგვიშვით”, “შეგვიშვით” - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
შენიშვნა: ფოტო გამოცემა "პუბლიკა"