პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - ადგილი აქვს დაპირისპირებას (ვიდეო)

28.04.24 23:17
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - ადგილი აქვს დაპირისპირებას (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - ადგილი ჰქონდა, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას. 

აქციის მონაწილეები პოლიციელებს მიმართავენ, შეუშვან "ქართული ოცნების" მიერ წინასწარ გამზხადებულ სცენაზე, რომ მათ იქ საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინონ. 

ასევე ნახეთ: გომელაურის უწყება რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ დააზიანონ სცენის ინვენტარი და ტექნიკა.

მსგავსი სიახლეები