პარლამენტთან გამოვიყენეთ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება - შსს

28.04.24 23:44
პარლამენტთან გამოვიყენეთ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აქციაზე სპეციალური საშუალება გამოიყენეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ "ძალადობრივი ხასიათი მიიღო ".

შსს-ში ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. 

"მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. 

პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს" - აცხადებს შსს.

 

მსგავსი სიახლეები