რკინის დამატებითი ჯებირები პარლამენტთან - გაზრდილია სამართალდამცავთა რაოდენობაც
პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს - ჯებირები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ - იმ პერიმეტრზე დაამატეს, სადაც "ოცნების" ორგანიზებული რუსული კანონის მხარდამჭერი აქცია გაიმართება და რისთვისაც სცენა გამზადებულია.
რკინის ჯებირების გარდა, დაამატეს ცოცხალი ძალაც - ადგილზე სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი რამდენიმე რიგადაა განლაგებული.
პარლამენტთან მომიტინგეები ამ დრომდე რჩებიან. მათ წინააღმდეგ შსს-მ ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენა.