მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს, რადგან ივანიშვილის და რუსეთის დავალება აქვთ შესასრულებელი - კორძაია

29.04.24 00:30
მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს, რადგან ივანიშვილის და რუსეთის დავალება აქვთ შესასრულებელი - კორძაია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია, რომელიც აქციაზე იმყოფება, ხელისუფლებას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ოცნება" ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს.

კორძაია ამბობს, რომ აქციაზე ამ რაოდენობით სპეცრაზმის გამოყვანა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და რუსეთსი დავალებსი შესრულებაა.

ქართულ ოცნებას ბოლომდე სურს მიიყვანს ქვეყნის ღალატი, მაგრამ ვერ მიიყვანენ. დღეს იმდენად მშვიდობიანი იყო აქცია, რომ ჯებირებამდეც არ მისულან მოქალაქეები, მაგრამ მათ მაინც გამოიყვანეს სპეცრაზმი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დავალება აქვთ შესასრულებელი.

ირაკლი კობახიძემაც, მდინარაძემაც, პაპუაშვილმაც და ივანიშვილმაც გამოიხედონ, რამდენი ადამიანი დგას აქ და აპატიებენ თუ არა მათ ქვეყნის ღალატს ამაზე დაფიქრდნენ", - ამბობს კორძაია

მსგავსი სიახლეები