აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს

29.04.24 00:39
აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, სად გადაიყვანეს ის.

"პირველების" ვიდეოკადრში ჩანს, როგორ გაყავთ ტერიტორიიდან პეტრიაშვილი. თუმცა, არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, ის განარიდა პოლიციამ თუ დააკავეს.

"პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებულების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე წუთში გაავრცელებენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები