ივანიშვილს უნდა, რომ ხვალ მშობლები შვილებს დაუპირისპიროს - ხაბეიშვილი
ივანიშვილს უნდა, რომ ხვალ მშობლები შვილებს დაუპირისპიროს - ამის შესახებ აქციაზე მისულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება პროვოკაციებს მიმართავს და ცდილობს სპეცრაზმი ახალგაზრდებს დაუპირისპიროს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ "ოცნება" პირადად ივანიშვილის და კრემლის დავალებას ასრულებს, რომლის მიზანია, რომ საქართველოს ევროპის კარი ჩაეკეტოს.
100 ათასობით ადამიანი შეიკრიბა და თქვა "არა რუსულ კანონს". ივანიშვილს უნდა, რომ ხვალ მშობლები დაუპირისპიროს შვილებს. "ქართული ოცნების" წევრების, პარლამენტარების, საჯარო მოხელეების შვილებიც აქ არიან. არ უნდათ ამათ რუსული კანონი, რა ძალაა ან რატომ არის ივანიშვილი პროვოკაციულად განწყობილი და რატომ უნდა სპეცრაზმი ახალგაზრდებს დაუპირისპიროს. ხვალ კიდევ რუსეთის სასარგებლოდ ხალხი უნდა გამოიყვანონ. წარმოუდგენელია. ამ ადამიანებსაც ხომ აიძულებენ.
ყველაფერი შეიძლება ხვალ გააკეთონ და მეორე მოსმენაზე გაიტანონ კანონი. ივანიშვილი ერთ მუშტად შეკრულ ხალხს ვერ დაამარცხებს.
მათ აქვთ კონკრეტული დავალება მიღებული და ასრულებენ, პესკოვიდან და ლავროვიდან აქვთ მიღებული კონკრეტული დავალება, რომ ევროკავშირზე თქვან უარი, ამ შესაძლებლობაზე უარს არ ვიტყვით. ქართველი ხალხი ივანიშვილს არ მისცემს იმის უფლებას, რომ კარებში ჩადგეს", - ამბობს ხაბეიშვილი.