ლომჯარია თბილისის მერიას: несанкционированный митинг”- ასეთი ტერმინი რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი
"несанкционированный митинг”- ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი" - ასე პასუხობს ნინო ლომჯარია თბილისის მერიას.
მერიამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქცია "არასანქცირებულია".
რა “არასანქცირებული” მიტინგი, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ნებართვას საერთოდ არ ითვალისწინებს. “несанкционированный митинг”- ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი" - წერს ნინო ლომჯარია.