ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია - შსს-მ "პირველებს" დაუდასტურა

29.04.24 00:52
ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია - შსს-მ "პირველებს" დაუდასტურა

ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია - შსს-მ "პირველებს" დაუდასტურა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია.

"პირველების" ვიდეოკადრში ჩანს, როგორ გაყავთ ტერიტორიიდან პეტრიაშვილი. ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ალექსი პეტრიაშვილი შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.