ფიცი გვაქვს დადებული და ბრძოლას ვაგრძელებთ - ლუკა ნაცვლიშვილი

29.04.24 01:05
ფიცი გვაქვს დადებული და ბრძოლას ვაგრძელებთ - ლუკა ნაცვლიშვილი

"უნდათ დაპირისპირება, მაგრამ არ ვყვებით პროვოკაციებს" - ამ განცხადებას ლუკა ნაცვლიშვილი აკეთებს, რომელიც რუსთაველზე აქციაზე იმყოფება და რომელიც საზოგადოებას ახსოვს ბათუმის სკოლაში რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშის ჩამოხევით.

ნაცვლიშვილი სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამდენი სპეცრაზმელის გამოყვანით ხელისუფლება მოსახლეობას პროვოკაციას უწყობს, რადგან მათ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება უნდათ.

მორიგი პროვოკაციაა, რომ ხალხი კიდევ უფრო გაბრაზდეს და ხვალ მათ ჩანიშნულ კონტრაქციაზე მიიღონ ის, რაც უნდათ, ანუ დაპირისპირება ორ თაობასა და ერს შორის, მაგრამ არ ვყვებით პროპოვოკაციებს, მშვიდობით ვდგავართ და ვაგრძელებთ პროტესტს.

ყველამ დავინახეთ, რომ პროტესტი იყო მშვიდობიანი, სავარაუდოდ პროვოცირებაა, რომ ხალხი გაბრაზდეს და დაპირისპირება გაღვივეს, არ არის გასაკვირი, მარტის აქციებზეც ასე გააკეთეს.

მომენტებში გვაწვებიან, მომენტებში სპრეის გვასხამენ, არ გვეშინია, ფიცი გვაქვს დადებული და ბრძოლას ვაგრძელებთ, ამას ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ, არ გვეშინია არაფრის,“ - ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები