ვხედავთ სპეცრაზმს, წყლის ჭავლის მანქანებს, ამის საფუძველი არ არსებობს, პირიქით, პოლიცია არღვევს ჩვენს უფლებებს - ნანუაშვილი
"ვხედავთ სპეცრაზმს, წყლის ჭავლის მანქანებს, ამის საფუძველი არ არსებობს, პირიქით, პოლიცია დღეს არღვევს ჩვენს უფლებებს“, - ამ განცხადებას უჩა ნანუაშვილი აკეთებს.
ნანუაშვილი თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება, სადაც დღევანდელი აქცია არასანქცირებულად არის მოხსენიებული - "არანაირი სანქცია არ სჭირდება მოქალაქეებს იმისთვის, რომ შეიკრიბონ ქუჩაში, გამოხატონ საკუთარი პოზიცია."
არანაირი საფუძველი, რომ იმის, რომ ვინმემ შეზღუდოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება, არ არსებობს. ის, რომ დღეს ვხედავთ ასობით პოლიციელს ქუჩაში, რომლებიც გვიშლიან გადაადგილებას, ეს არის კიდევ ცალკე დარღვევა, როდესაც ამდენი საპოლიციო ძალების გამოყვანა ქუჩაში არის დარღვევა, ისიც რომ იყო სპეცსაშუალებაც იყო გამოყენებული.
აქცია არის მშვიდობიანი, კანონის ფარგლებში გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, ადგილი არ ჰქონია არანაირ ექსეს, არანაირ ძალადობას, აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი იმის, რომ პოზიციას ძალა გამოეყენებინა, არ არსებობს,“ - ამბობს უჩა ნანუაშვილი.