პოლიცია იცავდა ივანიშვილის სცენას ქართველი ხალხისგან - რატი ამაღლობელი
"ბიძინა ივანიშვილის არმატურა, რომელზეც ხვალ უნდა დადგდეს, ხომ არ უნდა გაისვაროს, მისი უსაფრთხოებაა მთავარი, მთელი პოლიცია იცავდა ივანიშვილის სცენას ქართველი ხალხისგან," - ამ განცხადებას რატი ამაღლობელი აკეთებს და ხვალინდელ აქციას ეხმაურება.
რატი ამაღლობელის თქმით, რუსული კანონის რეინიცირებით ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ხელახლა გასაბჭოებას. როგორც ამაღლობელი ამბობს, ივანიშვილი "ვა ბანკზე" მიდის, რადგან ძალაუფლების დაკარგვის შიში აქვს.
"თუ არ ეძინა უნდა დაინახოს" - ასე პასუხობს ამაღლობელი კითხვას, დაინახვს და გაიგებს თუ არა ივანიშვილი ხალხის პროტესტს.
მან დღეს დაინახა ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მზად არის თავისუფალი ნებით, თავისუფალი არჩევანით გამოვიდეს ქუჩაში და დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, რომ საქართველო არ დარჩეს მარტო რუსეთის პირისპირ, არ დარჩეს მარტო ივანიშვილის ოლიგარქატის, მისი კორუფციის წინაშე, არ ჩაიკეტოს თავისუფალი სამყაროს მიმართ.
მნიშვნელოვანია, იცოდნენ ადამიანებმა, რომლებმაც მოდიან ძალდატანებით, ლუკმა-პურის დაკარგვის შიშით, ჩვენ ისინი გვიყვარს, ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ვართ ერთიანი საქართველო,“ - ამბობს რატი ამაღლობელი.