ეს ადგილი არის წმინდა ადგილი, სადაც არ მოხდება დეკლარირება საქართველოს გარუსების - ბუღაძე
"ეს ადგილი არის წმინდა ადგილი, სადაც არ მოხდება დეკლარირება საქართველოს გარუსების, ამიტომ ტყუილად ნუ გეგმავს ივანიშვილი ისეთ იდეებს, რომელსაც განხორციელება არ უწერია", - ამ განცხადებას ლაშა ბუღაძე აკეთებს.
ლაშა ბუღაძის თქმით, რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან რუსეთის მხარდამჭერი ღონისძიების ადგილი არ არის. რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ბუღაძე ამბობს, რომ აზრს კარგავს ივანიშვილის ორგანიზებული შეკრება, რადგან რუსული კანონის მხარდასაჭერად ჩამოყვანილი მოქალაქეებიც იაზრებენ, რომ ეს კანონპროექტი მავლებელია.
რასაკვირველია, ეშინია, საერთოდ რა ეგონა ივანიშვილს და რა ჰგონია ამ ხალხს, რომ ვთამაშობთ, ეს ხალხი გაბრაზებული არ არის, დავიშლებოდით და ჩაატარებენ ? მე ვფიქრობ, ვერ ჩაატარებენ, ან რა ფასი ექნება ამათ ჩატარებულ ცირკს, კარნავალს, უკვე განწირულს წარუმატებლობისთვის, აგერ არის ქართველი ხალხი გამოსული, თავისი ნებით, მთელი საქართველო ფაქატორ5ბივად აქ არის, ვინ ჩამოყავთ?
საქართველო არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას, საქართველოს გარუსება არ მოხდება, ეს არის ანტირუსული ადგილი, 9 აპრილი, 20 ივნისი, მთელი ეს პერიოდი ეს ადგილი არის წმინდა ადგილი, სადაც არ მოხდება დეკლარირება საქართველოს გარუსების, ამიტომ ტყუილად ნუ გეგმავს ივანიშვილი ისეთ იდეებს, რომელსაც განხორციელება არ უწერია,“ - ამბობს ბუღაძე.