"დასანქცირდება "ხარება" და ტიკ-ტოკერი სირაძე" - პოლიციამ დეპუტატს დროშების აღმართვის უფლება არ მისცა
შსს-ს თანამშრომელმა კანონი დაარღვია - პარლამენტის დეპუტატს ხატია დეკანოიძეს კანონის მიხედვით უფლება ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, წინ, აღემართა საქართველოს და ევროკავშირის დროშა, თუმცა ამის საშუალება მას პოლიციელებმა არ მისცეს.
"არაფერს არ ვითხოვთ, არც სიტყვით არ გამოვიდვარ. ამ სცენას იცავენ ბიძინა ივანიშვილის გამო, მას საქართველოს გადაქცევა უნდა ოფშორად. სხვათაშორის, თქვენი უფროსები, ვინც ძალადობენ ადამიანებზე, მათ წინააღმდეგაც სანქციები იქნება, ძალიან მალე, ის ადამიანები ვინც ახალგაზრდებს სცემენ, გვარი დამავიწყდა იმ "ხარებასი" და იმ მეორესი, ტიკტოკზე ვინც ძალიან აქტიურია, ვაჟა სირაძის. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პოლიციას ასე უწევს სცენის დაცვა" - უთხრა ხატია დეკანოიძემ პოლიციას.