იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

29.04.24 09:45
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ამ წუთებში ყურადღების ცენტრში პარლამენტის კინოდარბაზია - "ქართული ოცნება" რუსულ კანონს საკანონმდებლო ორგანოს ნულ სართულზე, უფანჯრო და ყველაზე დაცულ დარბაზში განიხილავს.

იურიდიული კომიტეტის სხდომა ხმაურით გაიხსნა. ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა, მაგრამ ეს წინადადება მმართველმა პარტიამ არ დააკმაყოფილა. მეტიც, დეპუტატ თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვაშაძეს მიკროფონი გაუთიშეს.

პირველი, პროცედურასთან დაკავშირებით რაც ქალბატონ თინას [ბოკუჩავა] უნდოდა, დღეს თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია ან ინციდენტი იყოს არიდებული" - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები