ტრაგედიით მოსარგებლე და მოვაჭრე ადამიანები ხართ - მდინარაძე ოპოზიციას

12.07.21 12:36
ტრაგედიით მოსარგებლე და მოვაჭრე ადამიანები ხართ - მდინარაძე ოპოზიციას

ტრაგედიით მოსარგებლე და მოვაჭრე ადამიანები ხართ, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტში მისულმა მამუკა მდინრაძემ „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიცია ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებით სპეკულირებს. 

საბედნიეროდ, მტკიცე ნერვები მაქვს  არ ვსპეკულირებ არაფრით თვენგან განსხვავებით. ძალიან ცუდად იქცევით. ტრაგედიით მოსარგებლე და მოვაჭრე ადამიანები ხართ, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს და დეპუტატების ნაწილს არ უშვებენ.