"არის თუ არა თქვენი მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა?" - ხმაური იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე

29.04.24 10:10
"არის თუ არა თქვენი მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა?" - ხმაური იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე

იურიდიულ კომიტეტთა სხდომაზე ხმაურია - ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გაუთიშა. თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვაშაძის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ სიტყვის თქმის უფლება ლევან ხაბეიშვილსაც ჩამოართვა.

"არის თუ არა თქვენი მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა?" - სწორედ ეს კითხვა გახდა "ქართული ოცნების" დეპუტატის გაღიზიანების მიზეზი.

ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა და მას გაჩუმებისკენ მოუწოდა.

"ხმას დაუწიე, ნუ მეპასუხები. რისთვის ხარ შემოსული აქ, პროვოკაცია გინდა ხომ?" - ამბობს ოხანაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები