პოლიტიკური ჯგუფები ნადირობენ ადამიანის სიცოცხლეზე - ოხანაშვილი

12.07.21 12:43
პოლიტიკური ჯგუფები ნადირობენ ადამიანის სიცოცხლეზე - ოხანაშვილი

სპეკულაცია - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის წინ გამართულ აქციას.

თქვენ ყველა ადევნებდით თვალს, თუ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და როგორ ხდება ადამიანის ბედით მანიპულირება და სპეკულირება, როგორ უკავშირებენ და ცდილობენ, დააკავშირონ ეს ყველაფერი პოლიტიკურ სარჩულთან და პოლიტიკასთან, ეს არის უმძიმესი, თუმცა არიან ასეთი მავნე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ნადირობენ ადამიანის სიცოცხლეზე და სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას, ეს არის უმძიმესი რამ", -  განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.