"ოცნება" რუსული მარშისთვის ემზადება - რა ხდება რუსთაველზე
"ქართული ოცნება" რუსული კანონის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადება. პარლამენტის წინ უკვე აწყობილია სცენა, საიდანაც რუსული მარშის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მიმართავს. "ოცნების" დაორგანიზებულ აქციაზე დღეს საჯარო მოხელეები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იძულებით ჩამოჰყავთ.
რუსულ მარშზე მოსულ ადამიანებს რუსთაველის გამზირი საპროტესტო წარწერებით აჭრელებული დახვდებათ. დილიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე მერიის ტანამშრომლები აღნიშნული წარწერების წაშლას ცდილობენ. "პირველების" დასმულ შეკითხვას, ეუხერხულებათ თუ არა მათ აღნიშნული პროტესტის კვალის წაშლა, ისინი არ პასუხობენ.