"მოვემსახურები საბჭოთა ხელისუფლებას", "ვსეირნობ, სპორტსმენი ვარ", "(ფული) უნდა მომცენ" - საჯარო მოხელეების არგუმენტები, რატომ მიდიან აქციაზე

29.04.24 11:31
"მოვემსახურები საბჭოთა ხელისუფლებას", "ვსეირნობ, სპორტსმენი ვარ", "(ფული) უნდა მომცენ" - საჯარო მოხელეების არგუმენტები, რატომ მიდიან აქციაზე

ევროკავშირის საწინააღმდეგო რუსულ მარშზე "ქართულ ოცნებას" საჯარო მოხელეები იძულებით მოსყავს. დაწერეს სიები - გვარებით ითვლიან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ იმ ადამიანებს, ვინც ავტობუსში უნდა იყოს. 

არიან პასუხისმგებელი პირები, რომლებიც აკონტროლებენ, რომ საჯარო მოხელე აუცილებლად წამოვიდეს თბილისში რუსულ მარშზე.

(ოცნების) წარმომადგენელი ვარ, ოცნების ქალაქში ვმუშაობ, ზედამხედველი ვარ, შვებულება არ დამიწერია, იციან. (ფული) ახლა უნდა მომცენ, არ ვიცი, რამდენია," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოვემსახურები საბჭოთა ხელისუფლებას, ოცნებას უნდა მოვემსახურო, ფაშისტები უნდა მოვიცილო თავიდან - ოპოზიცია," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ნაციონალური პარტიის დასამარცხებლად მივდივართ," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ვვარჯიშობ," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ვსეირნობ, სპორტსმენი ვარ, ჰაერზე გამოვედი,?" - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

 თბილისში აქციაზე მიდის ფიზიკის მასწავლებელიც, ნური ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ გაკვეთილები არ ცდება.

არაფერი ცდება, ჩატარდება ყველაფერი," - ამბობს ნური ჯაფარიძე.

ქობულეთში ერთ-ერთი აიპის ხელმძღვანელი პირადად სიებით აკონტროლებდა "ოცნების" კონტრაქციაზე წამსვლელთა რაოდენობას.

ქართული ოცნების პარტიული დავალება ოზურგეთშიც შეასრულეს, სადაც საჯარო მოხელეების მობილიზება და თბილისში წამოყვანა მიკროავტობუსებით მოხდა. ამ ადამიანებს მედიასთან რომ ბევრი არ ესაუბრა, ოზურგეთის მერიის პრესსამსახური აკონტროლებდა.

მხარდასაჭერად მივდივარ, მხარი უნდა დავუჭირო ბიძინა ივანიშვილს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ უნდა იყოს, მთავარია, რომ ვბარ მხარდამჭერი ბიძინა ივანიშვილის," - ამბობს ერტ-ერთი მოქალაქე.

თბილისში ქორწილში მივდივარ," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

საგულაოდ მივდივარ," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები