რუსული კანონის განხილვა უპრეცედენტო ცენზურის პირობებში მიმდინარეობს
რუსული კანონის განხილვა უპრეცედენტო ცენზურის პირობებში მიმდინარეობს - თითო დეპუტატს ორ-წუთიანი დრო აქვს, რომელსაც ანრი ოხანაშვილი ტელეფონის წამმზომით ითვლის.
პარლამენტის წევრებს რუსულ კანონზე შენიშვნის დაფიქსირების უფლება წაართვეს. ცოტახნის წინ ოპოზიციამ მოითხოვა კანონპროექტში ჩაიწეროს, ვინ არის საქართველოსთვის მტერი სახელმწიფო, მაგრამ რუსეთის მტრად გამოცხადება ივანიშვილის პარტიას არ უნდა.
იურიდიულ კომიტეტზე მმართველი პარტიის წევრები კოლეგებს ცინიკური ფრაზებით მიმართავენ.
"ხომ მშვიდობა გაქვს" - მიმართა მდინარაძემ რომან გოცირიძეს, რომელმაც საკუთარი აზრი კანონპროექტის ერთ-ერთ მუხლთან დაკავშირებით დააფიქსირა.