ღარიბაშვილმა დღეს სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად გამოაცხადა - ნიკა მელია
ღარიბაშვილმა დღეს სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად გამოაცხადა, - ასე შეაფასა ,,ენმ"-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პრემიერი-მინისტრის გამოსვლა.
ყველაფერი ხელის გულზე დევს, რაც ხდება. პრინციპში, ღარიბაშვილმა არც დამალა დღეს, რომ გამოაცხადა სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად. შავზე თეთრი თქვა და მცდელობა აქვს რისი? უსუსური, მხოლოდ თავის აქტივისტებს ელაპარაკება დღეს ღარიბაშვილი, ამხნევებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პარტიულ აქტივს, მეტი არაფერი, - განაცხადა მელიამ.