ჩაგვხედონ თვალებში და გვიპასუხონ, რატომ ჟლეტდნენ ჩვენს კოლეგებს - ვატო წერეთელი

12.07.21 12:46
ჩაგვხედონ თვალებში და გვიპასუხონ, რატომ ჟლეტდნენ ჩვენს კოლეგებს - ვატო წერეთელი

"ჩაგვხედონ თვალებში და გვიპასუხონ, რატომ ჟლეტდნენ ჩვენს კოლეგებს", - ვატო წერეთელი პარლამენტის შენობაში იმყოფება და "ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას მოითხოვს. 

ჩვენი კოლეგები არიან ეხლა ქვევით, არ უშვებენ, იქ არის 5 ივლისი, იგივე მიდის, ჟლეტვა, მინდა, ჩაგვხედონ თვალებში და გვიპასუხონ, რატომ ჟლეტდნენ ჩვენს კოლეგებს, რატომ წევს დღეს ის ბიჭი საფლავში, მირანდა ბაღათურიას რატომ ქოლავდნენ, ეშინია ამ ხალხს. მნიშვნელობა არ აქვს, ჩამხედონ თვალებში და მიპასუხონ,  რატომ გაწირეს", - ამბობს ვატო წერეთელი. 

მსგავსი სიახლეები