"პეტრიაშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული" - რას ყვება ადვოკატი ყოფილი მინისტრის მონახულების შემდეგ
ბუკა პეტრიაშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული - ეს განცხადება დიღმის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ გააკეთა. როგორც სამუშია ამბობს, ბუკა პეტრიაშვილზე სამართალდამცავებს არ უძალადიათ.
პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს იქნება.
ბუკა პეტრიაშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, დაკავებული იმისთვის, რომ იბრძოდა მთელი ცხოვრება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,. ბუკა იყო სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ საკითხებში, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნის ოცნების ახდენისთვის. ბუნებრივია, ეს გარკვეული გზავნილია რუსული ხელისუფლების მხრიდან, რომ დააკავეს ადამიანი აბსოლუტურად მშვიდობიანად, რომელიც იცავდა თავის პოზიციას,“ - ამბობს სამუშია.