EU-ში გაწევრიანებით ავირჩიეთ ღირებულებების, კეთილდღეობის, სოლიდარობისა და უსაფრთხოების გზა - სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
რატომ ევროკავშირი? - "EU-ში გაწევრიანებით ჩვენ ავირჩიეთ ღირებულებების, კეთილდღეობის, სოლიდარობის და უსაფრთხოების გზა" - ამ განცხადებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აკეთებს.
მის ვიდეოს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, სადაც ელჩი საუბრობს იმ ღირებულებებზე, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას ახლავს თან და ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ EU-ში გაწევრიანებით ქვეყნები ინდივიდუალიზმს არ კარგავენ.
ევროკავშირში გაწევრიანებით ჩვენ ავირჩიეთ გზა ღირებულებების, კეთილდღეობის, სოლიდარობისა და უსაფრთხოების და ისეთი ერთობის წევრობა, სადაც უმაღლეს დონზე სცემენ პატივს ადამიანის უფლებებს და ინდივიდების თავისუფლებას. როდესაც ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ შევძელით აგვერჩია სად გვინდოდა ყოფნა ჩვენი უნიკალურობით და ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით,“ - ამბობს ელჩი.