რუსულ ოცნებას კითხვებზე პასუხები არ აქვს და დარბაზიდან გვაძევებენ - ანი წითლიძე
რუსულ ოცნებას კითხვებზე პასუხები არ აქვს და დარბაზიდან გვაძევებენ, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ანი წითლიძე იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გამოძევების შემდეგ საუბრობს. დეპუტატი განმატრავს, რომ სხდომა მხოლოდ იმიტომ დაატოვებინეს, რომ მამუკა მდინარაძეს შეკითხვით მიმართა. მისი თქმით, რეალურად, მმართველ პარტია საკითხის განხილვით დაინტერესებული არ არის და მხოლოდ რუსულ დავალებას ასრულებს.
არანაირი განხილვა არ აინტერესებს რუსულ ოცნებას. არანაირი მიზანი რუსულ ოცნებას არ აქვს იმის, რომ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს. გამომაგდეს რის გამო არ ვიცი, უბრალოდ, ვუპასუხე მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე. მათ არ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. სავარაუდოდ, საბოლოოდ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას, - ამბობს წითლიძე.