მელაძემ იცოდა, რაში იყო საქმე - კობახიძე

12.07.21 12:58
მელაძემ იცოდა, რაში იყო საქმე - კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები არასერიოზულია - ამის შესახებ განცხადება ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. 

კობახიძე დღეს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს დაუპირისპირდა. პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ "ნოდარ მელაძემ ყველაფერი იცოდა": 

საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე. რაში იყო საქმე, ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, დღეს საღამოს, როცა საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა.

გუშინ დილიდან იცოდა ნოდარ მელაძემ ყველაფერი, ამის მიუხედავად, მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა, პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაც არის უკიდურესად ამორალური საქციელი", - განაცხადა კობახიძემ.