იაგო ხვიჩიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
იაგო ხვიჩიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მას სიტყვით გამოსვლის საშუალებას და რუსული კანონის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების უფლებას არ აძლევდა ანრი ოხანაშვილი.
მას ოხანაშვილმა მიკროფონი რამდენჯერმე გაუთიშა.
მივხვდი, რომ როგორც სიკვდილია გარდაუვალი, ისე გაგდებაა გარდაუვალი პატიოსანი კაცისთვის ამ სხდომაზე და გადავწყვიტე რომ ჩემით გავსულიყავი და ვუთხარი, რომ ბუტაფორიაა ეს სხდომა და არ შეიძლება ეს კანონი ტექნიკურადაც ჩაითვალოს მიღებულად,“ - ამბობს ხვიჩია.