არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დარბაზიდან გაძევება გრძელდება

29.04.24 15:25
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დარბაზიდან გაძევება გრძელდება

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დარბაზიდან გამოძევება გრძელდება. საერთაშორისო გამჭვირვალობის წრმომადგენლის ლიკა საჯაიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა ნათია კუპრაშვილი. დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ლაშა ტუღუშმა.

დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ნათია კუპრაშვილმა "პირველებთან" აღნიშნა, რომ "ოცნება" კითხვის დასმას უზღუდავს დარბაზში მყოფებს.

ჩვენ კი ვცდილობთ კითხვების დასმას და დისკუსიას, მაგრამ მათი სტრატეგია არის, რომ არც კითხვები დაისვას და ძალიან სწრაფად განიხილონ... სახეზე გვაქვს არადემოკრატიული კომიტეტის სხდომა," - ამბობს კუპრაშვილი.

მსგავსი სიახლეები