ვიხილეთ, როგორ გადაიქცა ანრი ოხანაშვილი ცენზორის როლში - ლიკა საჯაია
"ყველაფრის ფასად უნდათ, რომ ეს ქვეყანა შეიყვანონ რუსეთში, ვიხილეთ, როგორ გადაიქცა ანრი ოხანაშვილი ცენზორის როლში," - ამ განცხადებას კომიტეტის სხდომიდან გამოძევებული ლიკა საჯაია აკეთებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ყვება, რომ ანრი ოხანაშვილის გაბრაზება გამოიწვია მის მიერ რუსების მიერ დაფუძნებული კომპანიების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ.
დღეს, რაც ჩვენ ვიხილეთ ეს რეალურად არის ყველაფერი საპარლამენტო ცხოვრების და კომიტეტის წარმართვის გარდა. ვიხილეთ, როგორ გადაიქცა ანრი ოხანაშვილი ცენზორის როლში, რომელსაც როგორც არ მოსწონს დეპუტატის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვა, ის მას უთიშავს მიკროფონს, თუმცა არის სიტყვები, რაზეც მძაფრად რეაგირებენ, მაგალითად, როცა მივუთითე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მეტად, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან, შეიძლება რისკის შემცველი იყოს ის 26 ათასი საწარმო, რომელიც ბოლო წლებში შექმნეს რუსებმა, ამან გამოიწვია მისი გაბრაზება,“ – ამბობს საჯაია.
სიტყვით გამოსვლის შეზღუდვა გრძელდება - ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა იურიდიულ საკიხთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევს არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ხატია დეკანოიძე, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი - კომიტეტი კიდევ სამ ოპოზიციონერს დაატოვებინეს. მანამდე, იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა წითლიძე გამოაძევეს. დარბაზი სალომე სამადაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, გიორგი ვაშაძეს, თაკო ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს, თამარ კორძაიას და ლევან ხაბეიშვილს დაატოვებინეს.