პარლამენტში ვითარება დაიძაბა - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პარლამენტში ვითარება დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს ნიკა მელია. დაპირისპირება სხდომათა დარბაზში ერთდროულად 3 ლოკაციაზე ხდება. სხდომათა დარბაზში შესვლა მოახერხა ვატო წერეთელმა, თუმცა მას დარბაზი დაატოვებინეს.
გიორგი ვაშაძის თქმით, მას ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა, რაზეც პასუხი მიიღო. შეხლა-შემოხლისას ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობს.