რუსეთის ჩადენილ დანაშაულებებზე მტკიცებულებების მოგროვება ჩაითვლება თუ არა უცხოური ძალის ინტერესების გატარებად? - ნაცვლიშვილი
ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები "ოცნებას" არ მოსწონს - ანრი ოხანაშვილი გააღიზიანა "ლელოს" დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის კითხვამ, რომელიც დაინტერესდა, ჩაითვლება თუ არა უცხოური ძალის ინტერესების გატარებად საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე მტკიცებულებების მოგროვება.
ანა ნაცვლიშვილის ამ კითხვას ხმაური მოჰყვა დარბაზში და მისი მისამართით "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან რეპლიკები ისმოდა:
ჩაითვლება თუ არა ამ კანონის მოქმედების სფეროს მიხედვით, რომელსაც პირველი მუხლი არეგულირებს, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად საკუთარი ქვეყნის ანუ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე მტკიცებულებების მოგროვება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სამარცხვინო განცხადებები გაქვთ, თქვენ ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით - შემოუძეხით მტერს,“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს.