ეს კანონი არ მიემართება რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს - ნაცვლიშვილი

29.04.24 15:49
ეს კანონი არ მიემართება რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს - ნაცვლიშვილი

"არ შეეხება და არ მიემართება რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს, მისთვის ეს კანონი არ არის დაწერილი, მისი გამჭვირვალობა და მისი მხილება არ არის ამ კანონის მიზანი," - ამ განცხადებას ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.

ნაცვლიშვილის თქმით, "ოცნებას" პასუხები არ აქვს და მიკროფონებს უთიშავს დეპუტატებს. 

შინაარსობრივი კითხვები, რომლებზეც პასუხები არ აქვთ და გამომდინარე იქიდან, რომ პასუხები არცერთ კითხვაზე არ აქვთ, სხდომის წამყვანი დაკავებულია მიკროფონების გათიშვით და მიკროფონების იძულებით დარბაზის დატოვებინებით, ეს არის მათი შინაარსობრივი განხილვის სტანდარტი. როცა კითხვებზე გაქვს პასუხები, კითხვების არ გეშინია და მიკროფონებს არ რთავ.
მაგალითისთვის რომ ვიცოდეთ, არ შეეხება და არ მიემართება რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს, მისთვის ეს კანონი არ არის დაწერილი, მისი გამჭვირვალობა და მისი მხილება არ არის ამ კანონის მიზანი,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები