როდესაც კომიტეტი დასრულდება ვაპირებ რომ გავიდე, ბატონი ივანიშვილიც იქნება ქართველ ხალხთან ერთად - ღუდუშაური

29.04.24 15:53
როდესაც კომიტეტი დასრულდება ვაპირებ რომ გავიდე, ბატონი ივანიშვილიც იქნება ქართველ ხალხთან ერთად - ღუდუშაური

„რეგლამენტიდან გამომდინარეა, თავმჯდომარე წყვეტს ამ ყველაფერს,“ - ასე ხსნის "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური სხდომიდან ოპოზიციონერი კოლეგების გაძევებას.

ღუდუშაური ვერ ხედავს პრობლემას რუსული კანონის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სხდომის დატოვების გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, ღუდუშაური ამბობს, რომ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ "ოცნების" დეპუტატები პარლამენტთან კონტრაქციაზე ჩასვლას აპირებენ, სადაც ბიძინა ივანიშვილიც იქნება. 

როდესაც კომიტეტი დასრულდება, ჩვენ გავალთ, ვაპირებ რომ გავიდე და დავდგე ქართველ ხალხთან ერთად, ბატონი ივანიშვილიც იქნება ქართველ ხალხთან ერთად,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
 

მსგავსი სიახლეები