მოდელირებული ტაში ივანიშვილის გამოსვლისას - ანტიევროპულ აქციაზე ტაშის ხმის ჩანაწერი გავა (ვიდეო)

29.04.24 15:56
მოდელირებული ტაში ივანიშვილის გამოსვლისას - ანტიევროპულ აქციაზე ტაშის ხმის ჩანაწერი გავა (ვიდეო)

 

 

მოდელირებული ტაში ივანიშვილის გამოსვლისას - ანტიევროპულ აქციაზე ტაშის ხმის ჩანაწერი გავა. ვიდეო სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდება. 

ტაშიც მოდელირებული ჰქონიათ, წინასწარ ჩაწერილი - დაწერა ცოტა ხნის წინ ყოფილმა სახალხო დამცვალმა, ნინო ლომჯარიამ. 

ბიძინა ივანიშვილი, ოთხი პარტიული ლიდერი და სამი ახალგაზრდა - ასეთი დღის წესრიგით წარიმართება დღეს ევროკავშირის საწინააღმდეგო აქცია.

რუსთაველის გამზირზე ოლიგარქის დასახვედრად სივრცე უკვე მოწყობილია, სცენა უკვე დაამონტაჟეს, ხმის გამაძლიერებლები დააყენეს და ახლა ხალხს რეგიონებიდან ელოდებიან.

"ოცნების" ორგანიზებული რუსული მარში ზუსტად რვა საათზე დაიწყება და ერთი საათი გაგრძელდება. როგორც "პირველებს" უყვებიან, სამთავრობო აქციაზე, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.

რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე არ ამხელს, თუ ვინ შეასრულებს საქართველოს ჰიმნს, თუმცა დასძენს, რომ მოქალაქეები ღონისძიებაზე ევროკავშირის ჰიმნს ვერ მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები