მოსახლეობას ეს მასკარადი უნდა? ყველა დაისჯება, ვინც არასწორად მოიქცა - ზარქუა

12.07.21 13:08
მოსახლეობას ეს მასკარადი უნდა? ყველა დაისჯება, ვინც არასწორად მოიქცა - ზარქუა

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარე დაძაბულ ვითარებას ოპოზიციის მასკარად უწოდებს. ზარქუას თქმით, პრაიდი და პროვოკაციები  სააკაშვილის დაორგანიზებულია.

ჩვენს მოსახლეობას ეხლა ეს უნდა, ეს მასკარადი? როცა ამდენი გამოწვევა გვაქვს. ეკონომიკური პრობლემა, სოციალური დახმარება. ეს დაგეგმილი ჰქონდათ თავიდან ბოლომდე პროვოკაცია, მათი დაგეგმილი იყო ის, რომ პრაიდი ყოფილიყო სააკაშვილის დაორგანიზებული. ყველა დაისჯება, ვინც ჟურნალისტზე ხელი აწია, ყველა დაისჯება, ვინც არასწორად მოიქცა", - ამბობს ზარქუა.