"ოცნება" კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი კონტრაქცია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყვეს- სააკაშვილი

29.04.24 16:03
"ოცნება" კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი კონტრაქცია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყვეს- სააკაშვილი

"ქართული ოცნება" კონტრაქციას მეორედ ატარებს" - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულ სამთავრობო აქციას.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის გუნდმა პირველი კონტრაქცია მისი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყო, რომელიც "ძალიან გაუჭირდათ".

„ქართული ოცნება" კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი დიდი კონტრაქცია მათ მოაწყვეს ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!“ - წერს სააკაშვილი.