ალექსი პეტრიაშვილი სასამართლოს შენობაშია გადაყვანილი, პროცესი დღეს გაიმართება
ალექსი პეტრიაშვილის სასამართლო დღეს გაიმართება. ზუსტი დრო უცნობია. ოჯახის ინფორმაციით, ევროპულ მარშზე დაკავებული ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, უკვე საქალაქო სასამართლოს შენობაშია გადაყვანილი.
სასამართლო ჩაინიშნა ამ წუთას დამირეკა ადვოკატმა. რაც იმას ნიშნავს, რომ წესით მალე გამოუშვებენ. წავედი საქალაქოში," - წერს მიშველაძე.
ალექსი პეტრიაშვილი შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.