,,ტრი ტრი" არ გამოგივა, ბიჭო! - ინგა გრიგოლია პარლამენტში მივიდა
ტრი ტრი, არ გამოგივა, ბიჭო! - ამის შესახებ პარლამენტში მისულმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა. ჟურნალისტმა შსს-ს მიერ ტვ პირველის ოპერატორის წარსულში ქექვას სიბინძურე და ფსკერი უწოდა.
ეს არის სიბინძურე, ფსკერი, ლექსოს წარსულში ქექვა. არ ნახეთ, ხალხო? ამდენმა ჟურნალისტმა არ ნახეთ, როგორ ცემდნენ ლექსოს? რა მნიშვნელობა აქვს, შენ წარსულში ჯარიმა გაქვს გადახდილი, თუ არა. არ ნახეთ, ყბის ძვლები რომ ჩაუმტვრიეს ლექსოს? ტრი ტრი არ გამოგივა, ბიჭო! არ გამოგივა! - განაცხადა გრიგოლიამ.