ხელისუფლებას დიდი ალბათობით, დაგეგმილი აქვს სამოქალაქო დაპირისპირება - ცეცხლაძე
„ხელისუფლებას დიდი ალბათობით, დაგეგმილი აქვს სამოქალაქო დაპირისპირება,“ - ამ განცხადებას ზვიად ცეცხლაძე აკეთებს.
ზვიად ცეცხლაძის თქმით, მთავრობა ცდილობს, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს, რაც მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვას.
ხელისუფლებას დიდი ალბათობით, დაგეგმილი აქვს სამოქალაქო დაპირისპირება, ასე, რომ ნებისმიერი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის ინტერესში შედის, ეს სამოქალაქო დაპირისპირება აირიდოს. რადგან თუ მოხდა პროვოკაცია, ამ ყველაფერს შემდგომ ხელისუფლება ისევ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შეაწმენდს.
ხელისუფლება, რომელიც ცდილობს თავი მოაჩვენოს მშვიდობისმყოფელად და დამცველად, რეალურად ცდილობს, ერთმანეთისგან რადიკალურად მოაზროვნე ჯგუფები ერთ წერტილში მოყაროს, რითიც შეუძლია გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, ჩვენ კი ამის თავიდან არიდება გვსურს. სანამ ისინი იდგებიან პარლამენტთან, ჩვენ არაფერს ვგეგმავთ,“ - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.