ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, აკეთებენ კრემლის საქმეს - კელი დეგნანი
,,ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება და არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა , კელი დეგნანმა, ლევან ვასაძის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა.
ყველამ კარგად იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს. ვფიქრობ, ქართველები საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ იცოდნენ, ვინ დგას ამის უკან, ვინ იხდის ამისთვის - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა,
კელი დეგნანმა ამით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ლევან ვასაძის კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ელჩები დაადანაშაულა.
„ერის” დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ, განაცხადა: „ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ საზოგადოებისთვის „პრაიდის“ დაძალებას, პირველ რიგში მახსენდება ელჩი კელი დეგნანი, არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა”.