ივანიშვილმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, რომ გადმორიცხოს ფული NGO-ში, მოხვდება თუ არა რეესტრში? - გოცირიძის კითხვა
"ამერიკულ კანონში წერია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რატომ ჩაასწორეთ ეშმაკურად ეს მუხლი?" - წამ კითხვით მიმართა რომან გოცირიძემ "ოცნებას" და მოსთხოვა განმარტება, შეეხება თუ არა რუსული კანონი ბიძინა ივანიშვილს.
გოცირიძის თქმით, ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ოცნების მიერ კანონპროექტში შეტანილი ჩანაწერით, ოლიგარქი ე.წ. რეესტრში არ მოხვდება.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის საფრანგეთის მოქალაქე, რომ გადმორიცხოს უცხოეთიდან ფული რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება თუ არა ვალდებულება, რომ გატარდეს ამ რეესტრში, ვინაიდან ის ამავე დროს არის ამ ქვეყნის მოქალაქე,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
გოცირიძის კითხვას ხმაური მოჰყვა დარბაზში:
სამი მილიარდი დახარჯა ამ კაცმა ამ ქვეყანაში, რას ითვლით, რას უთვლით? მეტი შეკითხვა არ გაგაჩნიათ? რამ გაგაბოროტათ? რამდენი გაქვთ თქვენ გახარჯული,“ - უპასუხა ოხანაშვილმა.
დეპუტატ გოცირიძის პასუხად თქვეს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ეს კანონი არ შეეხებათ.