ველოდები ხიზილალას, როგორც გამორჩეული ქოცი - ნინო ჯღარკავა (ვიდეო)
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მეგობარი და ექს პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ახლო გარემოცვის წევრი ნინო ჯღარკავა "ქართული ოცნების" მიერ დაორგანიზებულ აქციაზე იმყოფება.
"უარი უნდა ვუთხრათ რუსულ ოპოზიციას" - ამტკიცებს ნინო ჯღარკავა.
ფაქტს, რომ რუსული კანონის გამო, "ოცნებას" რომ მხოლოდ პუტინის პროპაგანდისტები აქებენ, "ოცნების" მხარდამჭერი შემდეგნაირად ხსნის: "რუსებს, როცა მოსწონთ, ამას არ ამბობენ, რახან ამბობენ, რომ მოსწონთ, ესე იგი არ მოსწონთ რუსებს ეს კანონი".
ნინი ჯღარკავა "ტვ პირველს" ეუბნება იმასაც, რომ ივანიშვილის გუნდის სჯერა და ამიტომ დგას მმართველი პარტიის მიერ მოწყობილ აქციაზე:
"მჯერა ქართული ოცნების და იმიტომ ვდგავარ აქ, ბოდიში, 2 კილო კარტოფილი ჯერ არ მოუტანიათ, ველოდები 5 წუთში მომიტანენ. ხიზილალას ველოდები, როგორც გამორჩეული ქოცი"- დასძინა მან.