რატომ გაიტანა სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი - რას ამბობს მინისტრი და რას ამბობდა მესამე პრეზიდენტი (ვიდეო)

29.04.24 17:46
რატომ გაიტანა სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი - რას ამბობს მინისტრი და რას ამბობდა მესამე პრეზიდენტი (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა  საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა მიხეილ სააკაშვილის საკითხს - რატი ბრეგაძემ მედიას უთხრა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკან გამოიტანა სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რითაც ის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა.

ბრეგაძის თქმით, მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.

18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

დღეს ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღვნიშნავთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოდან მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ის რომ სტრასბურგში სამართლებრივი ბრძოლის დრო არ იყო, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა. 

ახლა ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, არ ვაპირებ დავას არც ჩემს ჯანმრთელობაზე, ეს არ არის დავის თემა არც აქ და არც სტრასბურგში. ახლა ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ არა საკუთარ თავზე, არა საკუთარ ჯანმრთელობაზე"- ამბობდა მიხეილ საალაშვილი. 

 საკითხზე კომენტარი გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ლევან ხებეიშვილმაც: 

 „პრეზიდენტ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ის ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ამ ევროპული მომავლის დაცვა. შესაბამისად, ის რომ დღევანდელი ხელისუფლება ასრულებს რუსეთის დავალებას რუსულ კანონთან დაკავშირებითაც კარგად ჩანს და ის რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა დირექტივაც მოუვათ, ამაში საქართველოს მოქალაქეებს ეჭვი არ ეპარებათ. ამიტომ ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი არ იქნება და იმ პირობებში, როცა ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული ივანიშვილი, ასრულებენ პესკოვის, ლავროვის, პუტინის , მედვედევის დავალებას, ცხადია არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.“ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

მსგავსი სიახლეები