დაკავება აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა - ალექსი პეტრიაშვილი

29.04.24 17:44
 დაკავება აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა - ალექსი პეტრიაშვილი

"დაკავება აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა," - ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

პეტრიაშვილი, რომელიც გუშინ პარლამენტის წინ აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მოხდა მისი საპატიმროში გადაყვანა.

დაკავება აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არსებულ სიტუაციაში სრულიად მოულოდნელად, სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში არის ასახული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებისკენ და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული, ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უკანონო და უსაფუძვლო იყო,“ - ამბობს პეტრიაშვილი.

ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია - მისი პროცესი გადაიდო. ალექსი პეტრიაშვილი შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მისი საქმის განხილვა პირველ მაისს ჩაინიშნა.  

მსგავსი სიახლეები